დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გორგიას აკადემიის ყველა პროგრამას ავტორიზაცია მიანიჭა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გორგიას აკადემიის ყველა პროგრამას ავტორიზაცია მიანიჭა

17-07-2024 11:00:00

პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც USAID-ისა და გორგიას პარტნიორობით შექმნილ ყველა პროგრამას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია მიანიჭა.

ავტორიზაცია გაიარა 6-მა პროგრამამ ორი ქალაქისთვის: თბილისი და ბათუმი.

USAID-ისა და გორგიას პარტნიორობის ფარგლებში შექმნილ „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში“ დაინტერესებული პირები შეისწავლიან კურსებს:

1.      თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მოწყობა

2.      კარ-ფანჯრის მონტაჟი

3.      სანტექნიკის სისტემების მონტაჟი

4.      სხვადასხვა სახის იატაკის ინსტალაცია

5.      ფილებით მოპირკეთება

6.      სახურავის მოწყობა

კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე. სტუდენტების ჩარიცხვის პროცესი დაწყებულია, სასწავლო პროცესი კი აგვისტოში დაიწყება.

გორგიას ხელოსნების აკადემია მხარს დაუჭერს სამშენებლო სექტორს და ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას“ პარტნიორ კომპანიებში.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში.  კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესს ახორციელებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები