დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

24-06-2024 12:18:00

Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. Galt & Taggart-ის ექსპერტები ეკონომკური ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზებს განმარტავენ:

„საქსტატის მიხედვით 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა.

სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უძრავი ქონება (+18.8% წ/წ), განათლება (+29.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.0% წ/წ), ICT (+12.2% წ/წ), მშენებლობა (+10.3% წ/წ) და ტრანსპორტი (+9.7% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-11.6% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (-1.8% წ/წ) დარგებში. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ვზრდით 7.0%-მდე 6.0%-დან“, - ნათქვამია Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები