დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გალერია თბილისში“ გასაქირავებელი ფართი აღარ დარჩა, გაყიდვებში 10%-იანი ზრდა გვაქვს - მენეჯმენტი

„გალერია თბილისში“ გასაქირავებელი ფართი აღარ დარჩა, გაყიდვებში 10%-იანი ზრდა გვაქვს - მენეჯმენტი

23-01-2024 11:00:00

2023 წელს გაუმჯობესდა წინა წლების ფინანსური მაჩვენებლები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი იყო საუკეთესო წინა წლებთან შედარებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს გალერია თბილისის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გალერია თბილისის გაყიდვები წლიდან-წლამდე მზარდია და  2023 წლის გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

 „2023 წელი ახალი ბრენდების შემოსვლის მხრივ საკმაოდ წარმატებული იყო და გალერია თბილისის სივრცეში ძალიან ბევრი ბრენდის მაღაზია გაიხსნა, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ოპერირებდნენ - პინკო, პატრიცია პეპე, მარკო პოლო, ტომი ჰილფიგერი“, - ამბობს ნინი ადუაშვილი.

გალერია თბილისის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სავაჭრო მოლის სივრცეში 2024 წლის მონაცემებით გასაქირავებელი ფართი ფიზიკურად არ არის და ამიტომ ახალი ბრენდის შემოყვანა არ იგეგმება. 

„მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში რა თქმა უნდა, განიხილება და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს“, - ამბობს ნინი ადუაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები