დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სებ-ის საბჭოს კანდიდატების საკითხზე

გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სებ-ის საბჭოს კანდიდატების საკითხზე

16-06-2023 23:59:41

გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სებ-ის საბჭოს კანდიდატების საკითხზე, ამ კითხვით Business Insider Georgia-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ოფიციალურად გავრცელებულის გარდა სხვა ინფორმაცია არ აქვთ. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა. კანდიდატურებს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

ეროვნული ბანკის საბჭოს მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა მისთვის დიდი პატივია. 

„ბუნებრივია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პატივია. ახლა უნდა დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ ამირჩიეს, ეროვნული ბანკის საბჭოს ღირსეული წევრი ვიქნები. ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, რადგან თავის დროზე ამ ვაკანტურ ადგილზე განცხადება შევიტანე“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე. 

 Business Insider Georgia-ს კითხვაზე გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მის კანდიდატურაზე ასე პასუხობს: „სხვა ვერაფერზე გიპასუხებთ, დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას“.

Business Insider Georgia-ამ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთ კანდიდატს დიმიტრი ჯაფარიძეს დაუკავშირდა,თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები