დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიგე, როგორ შეგიძლია გამოიყენო საკრედიტო AmEx ბარათი სწორად

გაიგე, როგორ შეგიძლია გამოიყენო საკრედიტო AmEx ბარათი სწორად

28-09-2024 20:19:00

გიზიარებთ ბლოგს:  ყოველდღიური ხარჯები, გართობა, შოპინგი, მოგზაურობა,—  ბარათით გადახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი ბარათი შევარჩიოთ, რომლის საშუალებითაც ყოველი გადახდისას სარგებელს და უპირატესობებს მივიღებთ. სწორედ ასეთია საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათი, რომლის უპროცენტოდ  (ეფექტური ლარში 23.8%) გამოყენება მარტივად შეგიძლია.

როგორ შეგიძლია AmEx ბარათის უპროცენტოდ გამოყენება? (ეფექტური ლარში 23.8%)

AmEx ბარათის საკრედიტო ლიმიტით სწორად სარგებლობა საკმაოდ მარტივია: რა თანხასაც ყოველთვიურად დახარჯავ, ზუსტად იმდენი უნდა შემოიტანო კონკრეტულ თარიღში.

მას შემდეგ, რაც თანხას შენი სურვილის მიხედვით დახარჯავ, თვის კონკრეტულ დღეს (დაანგარიშების თარიღში) გაიგებ, რა თანხა გექნება შემოსატანი. თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში გახარჯულ თანხას მთლიანად შემოიტან,  პროცენტის გადახდა (ეფექტური ლარში 23.8%-დან) აღარ მოგიწევს. თუმცა, თუ გახარჯული თანხის მთლიანად დაბრუნებას ვერ შეძლებ, არც ეგაა სანერვიულო — შეგიძლია მხოლოდ მინიმალური თანხა შემოიტანო, რომლის რაოდენობაც ასევე დაანგარიშების თარიღში გეცოდინება. რაც შეეხება შენს საკრედიტო ლიმიტსა და შესატანი თანხის ოდენობას, ამ ინფორმაციას საქართველოს ბანკის მობილბანკის საკრედიტო AmEx სივრცეში ნახავ, რომელიც მას შემდეგ გამოგიჩნდება, როცა ბარათი გაგიაქტიურდება.

რა უპირატესობები აქვს AmEx ბარათს?

გარდა იმისა, რომ ბარათით ყოველდღიურად გადახდა და სწორად სარგებლობა ძალიან მარტივად შეგიძლია, AmEx შენი კომფორტული ყოველდღიურობისთვის კიდევ ბევრ უპირატესობას გთავაზობს.

დააგროვე ქულები გადახდისას

საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიებში ყველა ობიექტში, სადაც AmEx მხარდაჭერაა, საკრედიტო AmEx ბარათებით გადახდისას MR ქულებს დააგროვებ, რომელთა გადაცვლაც, როგორც პარტნიორ ობიექტებში, ისე PLUS ქულებშიც შეგიძლია 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

ისიც უნდა გაითვალისწინო, ნებისმიერ დროს შეგიძლია სხვა ბარათიდან გადაირიცხო თანხა AmEx-ის ანგარიშზე და ლიმიტის დახარჯვის გარეშე ისარგებლო ბარათით.

ისარგებლე სამოგზაურო დაზღვევით

AmEx ბარათთან ერთად მოგზაურობა გაცილებით უსაფრთხო და კომფორტულია, რადგან American Express Green და American Express Gold ბარათის მფლობელები 4-წლიანი სამოგზაურო დაზღვევითაც სარგებლობენ. დაზღვევა გადაუდებელ მოგზაურობის გაუქმებას, ვადაზე ადრე შეწყვეტას, გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებსა, ბარგის დაგვიანებას და სხვა ისეთ სერვისებს მოიცავს, რომელიც აუცილებელია კომფორტული მოგზაურობისთვის. სამოგზაურო დაზრვევა AmEx ბარათის აღებისთანავე გაგიაქტიურდება საჩუქრად.

ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად გაითვალისწინე ისიც, რომ თუ საკრედიტო AmEx ბარათის აღებიდან 5-ჯერ შეასრულებ მინიმუმ 25 ლარის გადახდას, საჩუქრად 25 ლარის MR ქულა დაგერიცხება.


AmEx ბარათთან ერთად სურვილების მარტივად ასრულება შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. შეუკვეთე ბარათი მობილბანკიდან ან თუ ჯერ კიდევ არ იცი შენი ლიმიტი გაიგე აქ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები