დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადაწყვეტილება არის ლოგიკური გაგრძელება, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი, სადაც არის ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები - პირველი ვიცე პრემიერი

გადაწყვეტილება არის ლოგიკური გაგრძელება, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი, სადაც არის ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები - პირველი ვიცე პრემიერი

26-04-2024 12:00:00

ეს ცვლილებები არის სრულად ლოგიკური და საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით თანმიმდევრული, აცხადებს საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ე.წ. ოფშორების კანონითაა ცნობილი.

მინისტრი დღეს „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ მთავრობა დამატებითი შეღავათების შემუშავებაზე აქტიურად განაგრძობს მუშაობას. 

„ეს ცვლილებები არის სრულად ლოგიკური და თან ჩვენი პოლიტიკა საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით არის თანმიმდევრული. აქ რაიმე ერთჯერად ინიციატივას არ ქონია ადგილი. იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ მნიშვნელოვანი საგადასახადო საგადასახადო ლიბერალიზაცია გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ შემოვიღეთ, ბოლო ცვლილებებზე, რომ ვისაუბროთ, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გარკვეული მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის. რომელმაც მოგვცა საშუალება მოგვეცემოდა ამა თუ იმ სფეროში მათ შორის ტექნოლოგიურად წამყვან სფეროებში, საერთაშორისო კომპანიების შემოყვანის საშუალება. ამან რა თქმა უნდა მოიტანა დასაქმება, მოიტანა დამატებითი მომსახურების ექსპორტი ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. ასე, რომ ჩვენ ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ, დამატებით შეღავათებზე მთავრობა მუშაობს. ჩვენი სამინისტროც მუშაობს, რომ ვიყოთ ინიციატორი და შემდგომ, შიდა განხილვების შემდეგ, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არის ლოგიკური გაგრძელება იმის, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი, სადაც არის ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები. ამ კუთხით გასაკეთებელი არის ისევ და ისევ ის, რომ ჩვენ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს პოტენციურ ინვესტორებთან, იმ კომპანიებთან, რომელთაც ძირითადად თავისი აქტივები აქვთ ოფშორში და შეიძლება ამ კომპანიების საქართველოში მოზიდვა, ძირითადი უპირატესობების სწორად მიტანა, ახსნა, ამ შეღავათების სწორად გამოყენება იქნება აღსრულების ნაწილი, რომელზედაც შესაბამისი უწყებები, ბიზნეს გაერთიანებები კოორდინირებულად ვიმუშავებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. 


მსგავსი სიახლეები