დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფრანგული ბულანჟერიის ბრენდი „აუგუსტი“ ჰორეკა სექტორში შევიდა და საცალო გაყიდვებიც დაიწყო

ფრანგული ბულანჟერიის ბრენდი „აუგუსტი“ ჰორეკა სექტორში შევიდა და საცალო გაყიდვებიც დაიწყო

20-11-2023 15:22:54

 

ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდი ,,აუგუსტი" ქსელს აფართოებს. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ ახალი ფილიალი და საწარმო თბილისში ბეჟანიშვილის ქუჩაზე გაიხსნა.

კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ევროპულ პროდუქტს სთავაზობს, როგორიცაა არტიზანული პურების ნაირსახეობა, ფრანგულ საკონდიტრო ნაწარმი, ჯანსაღ სალათები, სენდვიჩებო, ყავა, ნატურალური წვენები, კრუასანები და სხვა.

„ამ დროისთვის უკვე გვაქვს 7 კაფე თბილისში. მთავარი საწარმოც თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მზადდება კრუასანები და პურ-ფუნთუშეული, სენდვიჩები, სალათები. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ხარისხი“, - ამბობს Business Insider Georgia-თან „აუგუსტის“ სახალო გაყიდვების მენეჯერი ანი გაბუნია.

მისი თქმით, „აუგუსტის“ ნაწარმი უკვე შევიდა სასტუმროებში და დაიწყეს საცალო გაყიდვებიც.

„სამომავლო გეგმაა წარმოების გაფართოება. გარე გაყიდვებიც დავიწყეთ. ძალიან ბევრ ობიექტს გვაქვს, რომელსაც პროდუქციას ვაწვდით. სასტუმროებში ვართ შესული. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ გაყინულ პროდუქციას მაღაზიებსა და ჰორეკა სექტრს. აბსოლუტურ კომფორტს ვუქმნით ყველას, რომ მაქსიმალურად გაუადვილდეთ ცხობა“, - ამბობს კომპანიის საცალო გაყიდვების მენეჯერი. „აუგუსტი“ დამკვეთებს ასევე სთავაზობს ფურშეტის მომსახურებასაც. ,,აუგუსტი" აერთიანებს ორ მიმართულებას - ფრანგული ბულანჟერეა, სადაც ცხვება პურ-ფუნთუშეული, მზადდება ლანჩი და ყავა, ხოლო მეორე ხაზია საწარმო, სადაც მზადდება ქართული პროდუქტი: ხილის ჯემები, მურაბები, წვენები, შოკოლადები და „აუგუსტის" ქსელში იყიდება. ცნობისთვის, ფრანგული საკონდიტრო ხაზი „აუგუსტი“ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. კომპანიაში 90-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები