დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფოთში სკოლა მზის პანელებით პირველად აღიჭურვება

ფოთში სკოლა მზის პანელებით პირველად აღიჭურვება

02-10-2024 17:20:00

ოთხთვიანი ‘ინოვაციური’ მოგზაურობა დასრულდა. ფოთის ყველა საჯარო სკოლამ შეძლო წარმოეჩინა ახალგაზრდული იდეები ინოვაციური და თანამედროვე გადაწყვეტის გზებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას APM Terminals Poti ავრცელებს.

პროექტის გამარჯვებული გახდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი. მოგებული 20 000 ლარით, ფოთში სკოლა პირველად აღიჭურვება მზის პანელებით.

სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ეკრანი, ხოლო #2, #3, #4 და #5 საჯარო სკოლებს, მდგრადი და ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების წარმოდგენისთვის დამატებით გადაეცათ ციფრული ეკრანები.

საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.

პროგრამა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები