დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა

Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა

09-05-2023 11:20:18

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის „ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR)“ გააუმჯობესა, რის შედეგადაც ფინანსურმა ინსტიტუტმა „BB-” კატეგორიიდან „BB“ კატეგორიაში გადაინაცვლა.

სამომავლო პერსპექტივა კი სტაბილური დარჩა. Fitch-მა აღნიშნა, რომ რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის ძლიერი საშინაო პოზიციით და ბანკის ბიზნეს მოდელის მდგრადობით მთელი ციკლის განმავლობაში, რასაც მხარს უჭერს ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

Fitch-მა ასევე გადახედა საქართველოში ბანკების საოპერაციო გარემოს და მისი  პერსპექტივა  პოზიტიურად შეაფასა.

ამ წლის დასაწყისში, საქართველოს „სუვერენული რეიტინგი“ BB დონეზე დადასტურდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით გაუმჯობესდა.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები, მათ შორის კაპიტალის მდგრადი პოზიცია აისახა Fitch-ის მიერ ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგში.

ბანკის საქმიანობის წარმატებული ციფრები მხარდაჭერილია საქართველოში ძლიერი ეკონომიკური აქტივობით, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა რეალური მშპ-ს ზრდით. ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობა ასევე აისახება საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივაში, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა.

როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებელთა ძლიერი ბაზით, ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ პოზიციებს, და ვაგრძელებთ ქვეყანაში გაუმჯობესებულ საოპერაციო გარემოში ოპერირებას.”

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები