საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 3 ოქტომბერს 2-წლიანი 40 მლნ ლარის (14.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.039პპ-ით გაიზარდა და 8.375% შეადგინა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 3 ოქტომბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და 9.460% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 10 ოქტომბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი