დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა მინისტრის კომენტარი IMF-ის პროგრამის შეჩერებაზე

ფინანსთა მინისტრის კომენტარი IMF-ის პროგრამის შეჩერებაზე

29-09-2023 16:15:18

სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, - ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებაზე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

„სსფ არის ჩვენი პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს მოხდა  მას შემდეგ რაც განხორციელდა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, მეორეს მხრივ ჩვენ ვყავით და ვართ დიალოგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მიმდინარეობს იმ პარამეტრების გაცვლა რა პარამეტრებზეც ვიყავით შეთანხმებული. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხორცოელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმარება. ამ მიმართულებით ეს არის სამუშაო პროცესი. რაც შეეხება მიმოხილვას, რაც საბოლოო შეთანხმება გვექნება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, რადგან როდესაც სამწლიანი პროგრამა იწყება მასში ცვლილებები შედის და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პერიოდშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან მის დასრილებამდე და შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ამ პროგრამაშიც აისახოს და უკვე ერთად ჩატარდეს შემდგომი მიმოხილვები. პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა არ ექნება. თუმცა სასურველია ეს პროცესი მალე დასრულდეს“,- განაცხადა ხუციშვილმა.  

 

 

განახლებადი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები