19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N47 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.6 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC30423171).
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.100%, მაქსიმალური 8.200%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123%.
უახლესი