დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Eximcrop-მა კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს

Eximcrop-მა კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს

07-09-2023 18:00:34

 

კომპანია Eximcrop-მა კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა. 

კენიური ავოკადო „ნიკორას“ ქსელში გაიყიდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს ამ ფაქტს, პროდუქტის ფასზე ჰქონდა გავლენა. კერძოდ, ფასი განახევრდა და კილოგრამზე 9,95 ლარი შეადგინა.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.

კენიაში ავოკადოს სეზონი სექტემბერში მთავრდება, შემდეგ კი სავარაუდოდ პროდუქტის ექსპორტს ისრაელიდან და ესპანეთიდან გეგმავს, თუმცა ამ შემთხვევაში ავოკადო უფრო ძვირი იქნება.  მანამდე კი თუ ხარისხი მოთხოვნის შესაბამისი აღმოჩნდა, კომპანია კენიიდან სეზონის დასრულებამდე კიდებ 50 ტონას შემოიტანს. 

Business Insider Georgia-თან კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ავოკადოს ჰაბის შექმნის იდეა ამართლებს. „რა თქმა უნდა ამართლებს. ავოკადოს ჰაბის საფუძველზე ტვირთების ზრდა ნელ-ნელა მოხდება. საქართველოს მიმზიდველი და ბიზნესისთვის სტრატეგიულად საინტერესო მდებარეობა აქვს და ასევე აქ ძალიან მარტივი ბიუროკრატიაა, რაც პოზიტიური მოლოდინების საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე. 

შეგახსენებთ, რომ გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი მაისში გაიხსნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები