დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის რომელი ქალაქებიდან შესრულდება თბილისის აეროპორტში ფრენები - ზაფხულის განრიგი

ევროპის რომელი ქალაქებიდან შესრულდება თბილისის აეროპორტში ფრენები - ზაფხულის განრიგი

21-03-2023 14:08:28

დღეისათვის დამტკიცებული განრიგის მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ქალაქებიდან რამდენიმე მიმართულებით შესრულდება რეისები.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa  მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით  სეზონის განმავლობაში დღეში 1 სიხშირით, ანუ კვირაში 7 სიხშირით იფრენს.

რაც შეეხება „ლოუქოსტერ“  Eurowings-ს, ავიაკომპანია 21 მაისიდან დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 20 ივლისიდან 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 22 ივლისიდან კი Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისის მიმართულებაზეც დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2 რეისი ექნება.

გერმანიის მიმართულებით ასევე რეისებს შეასრულებენ: Condor-ი, რომელიც 2 აპრილიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით.

 Georgian Airways-ი კი ბერლინის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ოპერირებას.

რაც შეეხება საფრანგეთს, ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

Georgian Airways-ი კი 26 მარტიდან პარიზის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს. 

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით“, - განმარტავენ TAV Georgia-ში.

აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მეტი ევროპული რეისი შესრულდეს. ამ მიზნით კომპანია რამდენიმე დღის უკან  ITB Berlin 2023-ისა და Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. 

„ველოდებით უფრო მეტ ტურისტს. ველოდებით როგორც აეროპორტების მმართველი კომპანია, უფრო მეტ მგზავრს. ველოდებით, რომ აპრილიდან, როცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი იწყება, 1-ელი აპრილიდან ველოდებით უკვე ახალ მიმართულებებს. ჩვენთვის, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული პირდაპირი მიმართულებები, რაც ამჟამად არ გვაქვს“, - განაცხადა ჯერ კიდევ ბერლინში ITB Berlin-ზე ჩასულმა  TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, რომელმაც ​იმავე დღეს რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიებთან გამართა მოლაპარაკებები, მათ შორის იყო იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ი და  ასევე ერთ-ერთი ხორვატიული ავიაკომპანია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები