ევროკავშირში ექსპორტირებული თაფლის თითქმის ნახევარი - მარაგის 46% ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება .
მონაცემები ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრმა წარმოადგინა.
ჩინეთიდან იმპორტის 74% უხარისხო პროდუქტი აღმოჩნდა, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთიდან თაფლის 100% არ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს. კომისიამ მთელ ევროპაში 320 ნიმუში გამოსცადა.
საფრანგეთში აღებული 21 ნიმუშიდან მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა „ნამდვილი“ თაფლი. გერმანული მაღაზიების თაროებიდან 30-ზე მეტი ნიმუშიდან ნახევარზე ნაკლებმა გაიარა ტესტი.
ამასთან, წინა შემოწმებამ, ექვსი წლის წინ, უხარისხო იმპორტის მხოლოდ 14% აჩვენა.
დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა თაფლში უცხო შაქრის დამატებაა, როგორიცაა ჭარხლის ან ბრინჯის სიროფი. ეს არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში, მაგრამ ამცირებს თაფლის სასარგებლო თვისებებს - ისევე როგორც მის ღირებულებას.
ევროკომისიამ გამოძიება 44 კომპანიაზე დაიწყო, საიდანაც 7 სანქცია უკვე დაწესებულია. ევროპელების მიერ მოხმარებული თაფლიდან იმპორტი დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
უახლესი