დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკომისია Apple-ს 500 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმებს - მედია

ევროკომისია Apple-ს 500 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმებს - მედია

19-02-2024 09:19:00

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის ევროკომისია აპირებს Apple-ს 500 მილიონი ევროთი დააჯარიმოს.

ამის შესახებ Financial Times (FT) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს იქნება პირველი ჯარიმა ევროპაში ამერიკული კორპორაციისთვის, რომელიც დაწესებულია მუსიკის სტრიმინგის ბაზარზე დარღვევისთვის. ამის შესახებ ოფიციალურად მარტის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს.

მარეგულირებელი აპირებს Apple-ს ჯარიმა დააკისროს გამოძიების შედეგების საფუძველზე, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო Spotify-ის საჩივრის შემდეგ. როგორც შვედური მუსიკალური სერვისის საჩივარშია აღნიშნული, Apple ბოროტად იყენებს იმ ფაქტს, რომ ის არის iOS მოწყობილობების აპლიკაციების მაღაზიის ექსკლუზიური მფლობელი და შეუძლია დააწესოს საკუთარი პირობები მესამე მხარის დეველოპერებს.

ამრიგად, საჩივარში აღნიშნულია, რომ Apple ითხოვს მუსიკალურ სერვისებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ Apple Music-ს, მათ შორის Spotify, გადაიხადონ 30 პროცენტიანი საკომისიო Apple-ის გადახდის სისტემის მეშვეობით განხორციელებულ გადახდებზე.

თუმცა, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა Uber და Deliveroo, რომლებიც არ არიან Apple სერვისების პირდაპირი კონკურენტები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები