დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ენერგიის მოხმარების 24,5%-ს განახლებადი ენერგია შეადგენს

ევროკავშირის ენერგიის მოხმარების 24,5%-ს განახლებადი ენერგია შეადგენს

31-12-2024 09:10:00

2023 წელს ევროკავშირში მთლიანი ენერგიის მოხმარების 24,5% მოდიოდა განახლებად წყაროებზე, რაც 1,4 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წელთან შედარებით. ეს წილი 18 პროცენტული პუნქტით (pp) ჩამორჩება 2030 წლის სამიზნე მაჩვნებელს (42.5%), რაც საჭიროებს საშუალო წლიურ ზრდას 2.6 pp 2024 წლიდან 2030 წლამდე.

 

შვედეთმა პირველი ადგილი დაიკავა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მისი მთლიანი ენერგიის მოხმარების ორი მესამედი (66.4%) განახლებად წყაროებზე მოდიოდა. შვედეთი ძირითადად ეყრდნობოდა მყარ ბიოსაწვავს, ჰიდროს და ქარს. აღნიშნულს, ფინეთი მოჰყვა 50.8%-ით, ასევე მყარ ბიოსაწვავზე, ქარსა და ჰიდრო საწვავზე დაყრდნობით, ხოლო დანიამ დაიკავა  მესამე ადგილი 44.9%-ით, რომლის განახლებადი ენერგიის უმეტესი ნაწილი მყარი ბიოსაწვავი და ქარია.

 

განახლებადი ენერგიის ყველაზე დაბალი წილი დაფიქსირდა ლუქსემბურგში (11.6%), ბელგიასა (14.7%) და მალტაში (15.1%).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები