დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირი რუსული გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამცირებს

ევროკავშირი რუსული გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამცირებს

03-11-2023 20:00:58

ევროკავშირი 2023 წელს რუსული გაზის იმპორტის შემცირებას 40-45 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს, რაც რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების გეგმის ნაწილია. 

როგორც ევროკავშირი-აშშ-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა, ევროკავშირმა რადიკალურად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, კერძოდ ნახშირის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით, ნავთობის იმპორტის 90%-ით შემცირებით და გაზის იმპორტის შემცირებით. სავარაუდოა, რომ 2023 წელს  რუსეთიდან ევროკავშირში გაზის იმპორტი 40–45 მილიარდ კუბ/მ-მდე შემცირდება.

2021 წლის სტატისტიკა 155 მლრდ კუბ/მ აირი იყო, ხოლო 2022 წელს იმპორტმა 80 მორდ კუბ/მ შეადგინა. 

იმავდროულად ევროკავშირმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, მიწოდების დივერსიფიკაციისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო.

ევროკავშირი-აშშ-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას და შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თხევადი ბუნებრივი აირით მზარდ ვაჭრობას.

აღსანიშნავია, რომ აშშ ევროპისთვის LNG-ის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები