დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი - გიორგი ამილახვარი

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი - გიორგი ამილახვარი

01-03-2024 13:26:00

განათლების სამინისტრო ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე მუშაობს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები