დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელ წესს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელ წესს აქვეყნებს

21-02-2023 18:14:41

საქართველოს პარლამენტის მიერ, 2022 წლის 29 ნოემბერს მიღებული "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი/საზედამხედველო ჩარჩოს სამუშაო ვერსია შეიმუშავა.

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისათვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში - იპოთეკური ობლიგაციები) გამოსაშვებად ავტორიზაციის მინიჭების, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის რეგულირების საკითხებს, მათ შორის: ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკი იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვებისა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით; ბ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ ანგარიშგების წარმოების წესსა და პერიოდულობას; გ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი აქტივებით იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისა და ლიკვიდურობის მოთხოვნების (ლიკვიდურობის ბუფერის) დაცვის საკითხებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტი დაინტერესებულ მხარეთაგან კომენტარების წარმოდგენის მიზნით ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომენტარების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 6 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები