დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს - ირაკლი კობახიძე

ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს - ირაკლი კობახიძე

03-12-2024 15:38:00

ოთხივე ნაცმაიდნის პირობებში იყო მოკლევადიანი რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა თავის პირვანდელ ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის საქმიანობას იდეალურად აფასებს. 

„იმიტომ რომ აქაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად. ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას. ოთხი წლის მანძილზე, ესეც იყო სურვილი რადიკალური ოპოზიციის, რომ ლარს შეჰქმნოდა პრობლემები, ეკონომიკას, ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში რომ ნაკლები რადიკალიზმი იყოს, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება. 

„ოთხი წელია არ დაასვენეს ჩვენი ქვეყანა. სამი წელია გვაშანტაჟებენ ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ უკვე მოლაპარაკების გახსნით. მარტივად წარმოიდგინე ასეთი სცენარი -  2022 წელს დაიწყო ომი უკრაინაში, მთელი ეს უბედურება. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუერთდებოდით სანქციებს. უნდა იცოდეთ, რომ სანქციებთან მიერთება, პირველივე წელს გამოიწვევდა მინიმუმ ეკონომიკის 10%-ით ვარდნას და ამას ითხოვდნენ ჩვენგან“, - განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები