დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი განარძობს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი განარძობს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას - ნათია თურნავა

22-06-2023 18:36:16

ეროვნული ბანკი განაგრძობს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

„მთავარი გამოწვევა უკავშირდება ეროვნული ბანკის მისიას - ფასების სტაბილურობაზე. ინფლაცია ბოლო პერიოდში ხასიათდება დაღმავალი ტენდენციებით. განსაკუთრებით იმპორტირებული ინფლაცია, რაშიც რა თქმა უნდა მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი როლი შეასრულა. 

თუმცა ჩვენ ვიქნებით ძალიან ფრთხილად ამ მიმართულებით. ამ რამდენიმე დღის წინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა და მოგეხსენებათ რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დავტოვეთ, იმიტომ რომ მეტი სიფრთხილე გვმართებს იმ გარე გამოწვევების ფონზე რაც გვაქვს“, - აღნიშნა თურნავამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები