სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ზაფხულამდე გადავადება სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, ამ პერიოდში საბალანსო ენერგოობიექტები სრული დატვირთვით იმუშავებენ და ახალ სისტემაზე გადასვლისას რისკები დაზღვეული იქნება.
„ბაზარი მზად იქნება ზაფხულისთვის გასახსნელად. როდესაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის უკეთესია, რადგან ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექის პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, რის გამოც მარეგულირებელმა ჰესებმა ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა მეტი ენერგიის გამომუშავება უნდა შეძლონ. დაბალანსებისთვის სწორედ იაფიანი წყაროების მიწოდებაა აუცილებელი და 70-80%-ი მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რათა ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, რაც წინა გადავადების მიზეზი იყო, პრაქტიკულად უცვლელია და საომარი მდგომარეობა კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი ჯერ კიდევ მაღალია მიუხედავად იმისა რომ 21 ცენტიდან დაბლა წაომვიდა ეტაპობრივად. ამიტომ ზაფხულის პერიოდი, ბაზრის გახსნისთვის საუკეთესოა. ენერგობირჟის გახსნის კიდევ სამი თვით გადავადების გადაწყვეტილება ლოგიკური და სწორი იყო”,- აცხადებს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტლებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1-ელ ივლისამდე, უკვე მეხუთედ გადაავადა.
უახლესი