„ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ნოდარ შენ ხარ ემოციური ინვესტორიო და ეს ასეც არის“, ასე აფასებს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტი საკუთარ დამოკიდებულებას საქმისადმი. ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ მიღებულ მოგებას ისევ უკან საქმეში აბრუნებს და რეინვესტირებას ახდენს.
„სადაც მოგებას ვნახულობ მაქსიმალურად, უკან, იმ ადგილში ვდებ, სადაც ეს მოგება დაიწერა. ანუ ისევ იმ ადგილს უნდა მოხმარდეს. მაგალითად სლოვაკეთში აკვაპარკმა რაც მოგება დაწერა, იქიდან დაახლოებით 70%-ი ჩავდე ერთ-ერთი ისტორიული სასახლის აღდგენაში. 1612 წელს აშენებული შენობა ახლა უკვე ჩვენს მფლობელობაშია, მაგრამ დანგრევის პირას იყო მისული. 15 მლნ ევრო დაჯდა მისი რეაბილიტაცია. მაგრამ ისე აღვადგინე, რომ 2 გრანტი უკვე მოიგო, როგორც საუკეთესო ინვესტიციამ. შარშან ევროპის ისტორიულ საქორწილო სასახლეთა შორის ოქროს მედალი მიიღო. წარმოიდგინეთ სლოვაკეთის ერთ-ერთი სასახლე ევროპაში რომ დასახელდება საუკეთესო ისტორიულ სასახლედ ეს სასწაული ფენომენია. ყველა გაკვირვებული დარჩა, თვითონ სლოვაკებიც. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯილდო მიღო. სწორი და კარგი ინვესტიცია იყო. მაგრამ ინვესტორისთვის განხორციელებული ინვესტიციის ამოღება შეუძლებელია. 47 სასტუმრო ოთახით 15 მლნ ევროს უკან ვერასოდეს ვერ ამოიღებ. ისევე, როგორც თბილისის ზღვასთან მდებარე აკვაპარკიდან 45 მლნ-ს მე ვერასოდეს ვერ ამოვიღებ. თან ყოველ წელს ვამატებ 2-3 მლნ-ს, რადგანაც რაღაც სიახლეებს ვაკეთებთ. მაგალითად ტალღოვანი აუზის გადახურვას გავაკეთებთ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარში 300 და 400 კაცი კი არა, 1500 და 2000 კაცი მივიღოთ ტერიტორიაზე. რაც უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის გარშემომყოფებს და კიდევ ქალაქ თბილისსა და ჩამოსულ ტურისტებს. ამიტომ ესეც ემოციურია.
ზოგადად ინვესტორი ცდილობს, რომ ნაკლები დანახარჯი ნახოს. ჩვენ ყველა შენობაზე განთავსებული გვექნება მზის პანელები. ეს არ არის იაფი სიამოვნება. წარმოებული ენერგია ისევ აქ მცხოვრებლებს მოხმარდებათ, რაც მათ ელექტროენერგიის გადასახადს შეუმცირეს. არ მინდა პროცენტები ვთქვა, ეს გათვლებიც გაკეთებული გაქვს, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუმცირებს.“, - აღნიშნა „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“.
მისივე თქმით, ეს მიდგომა სწორია. როცა სახელმწიფოში ხარ და სახელმწიფოზე ფიქრობ ისე უნდა ააშენო, რომ არამარტო შენ გიხაროდეს არამედ უნდა უხაროდეს მას, ვინც იქ იცხოვრებს.
„ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ადამიანები ვინც აქ იცხოვრებს სიმშვიდე ჰქონდეთ. მათ დადებითი აურა გაიტანონ აქედან და ეს დადებითობა ქალაქსა და თავის სამსახურს მოჰფინონ. ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა როგორც თქვა ფული არაფერი არ არის, ფული ქაღალდია თუ ის არ არის მოქმედებაში. მოქმედებაშია ბატონო აგერ და უკვე ფულია“, - აღნიშნა გიორგაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა