2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია და იმპორტი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა. როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ჯამური მიწოდების 77.7%-ს ჰიდრო სადგურები, 15.9%-ს თბო სადგურები, 0.5%-ს ქარის სადგურები, დარჩენილ 5.9%-ს კი იმპორტი შეადგენდა.
„აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წყაროდან წლიურად მხოლოდ ჰიდროსადგურების გენერაციაა გაზრდილი. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 13.5%-ით გაიზარდა და 6.1 ტვტ.სთ შეადგინა.
2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც იმპორტის, ასევე თბოგენერაციის მოცულობა. იმპორტი წლიურად 23.9%-ით 0.5 ტვტ.სთ-მდე, ხოლო თბოგენერაცია წლიურად 26.3%- ით 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ორივე კომპონენტის კლება პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემცირების შედეგია, ვინაიდან, ტრადიციულად, მეორე კვარტალში მათი საჭიროება (და შესაბამისად გამოყენება) ნაკლებია. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტულ ელექტროენერგიაში რუსეთს 91.4% წილი ეჭირა (განკუთვნილი სრულად აფხაზეთისთვის), დარჩენილი 8.6% კი აზერბაიჯანს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
უახლესი
17 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება18 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით