მიმდინარე წლის 8 თვეში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ სტუმრობისას გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ კონსერვატულად ვიწყებთ ხოლმე და შემდეგ ხდება გადახედვა ბიუჯეტის. 5,2%-იან ეკონომიკური ზრდის მიხედვით იყო დაგეგმილი ბიუჯეტი და მოხდა გადახედვა და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 8,2%-მდე გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს საკმაოდ ბევრი გამოწვევები აქვს რეგიონს.
ეკონომიკის ზრდა და 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ქვეყანას, თუ რამდენად ენდობა ბიზნესი ხელისუფლებას, მთავრობას და ზუსტად ეს არის ამის მაჩვენებელი და პირდაპირ ითარგმნება ეკონომიკურ ზრდაში.
ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ზუსტად, ამ ნდობის მაღალი კოეფიციენტიდან გამომდინარე ხდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
უახლესი
17 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა