დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EBRD-ის საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინვესტორთა საბჭოსთან განხორციელებული წარმატებული რეფორმები დაასახელა

EBRD-ის საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინვესტორთა საბჭოსთან განხორციელებული წარმატებული რეფორმები დაასახელა

17-09-2023 12:04:19

ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინვესტორთა საბჭოსთან მუშაობის შედეგად გატარებულ რეფორმებს, ასევე, სამთავრობო პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს.

„ინვესტორთა საბჭოს არსებობამ ცხადყო, რომ ეს ძალიან პროდუქტიული გზაა კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშესაწყობად. 2015 წელს დაარსებიდან, ჩვენ წარმატებით ვპასუხობთ სხვადასხვა გამოწვევებს, მაგალითად, განვახორციელეთ საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმა საგადასახადო ადმინისტრაციის პრობლემური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ და კანონი მეწარმეთა შესახებ.

ინვესტორთა საბჭო ასევე მუშაობს „გამწვანებაზე“ და „უფრო ინკლუზიურ“ რეფორმებზე მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.  .

მისივე თქმით, COVID-19-ის პანდემიის დროს, ბანკი აგრძელებდა აქტიური  დიალოგის წარმართვას, როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან მათი საჭიროებების გასაგებად და გადაუდებელი გამოწვევების გადასაჭრელად.

„ჩვენ, მართლაც, შევძელით მხარდაჭერის უზრუნველყოფა და EBRD-ის მხრიდან, საქართველოში, 2020 წელს, მანამდე უპრეცედენტო ინვესტიციის გამოყოფა.

EBRD გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი ინვესტიციების უზრუნველყოფით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით. რაც შეეხება სამთავრობო სესხებს, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვახორციელებთ პროექტებს ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და მოუთმენლად ველით ამ მიმართულების გაგრძელებას.

ჩვენს საინვესტიციო პროექტებს ყოველთვის ახლავს მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს იმ კომპანიების საოპერაციო სტანდარტების გაუმჯობესებას, რომლებთანაც ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, ეს კომპანია კერძოა, თუ სახელმწიფო საკუთრებაშია. ამგვარ, პროექტზე ორიენტირებული მუშაობის პარალელურად, გავაგრძელებთ ქვეყანაში ზოგადი ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაძლიერების მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ყოფილმა ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, 1992 წელს ბანკის მიერ საქართველოში მუშაობის დაწყების დღიდან, განხორციელდა 5 მილიონი ევროს ინვესტიცია 286 პროექტში. „ეს ნამდვილად დიდი ციფრია ქვეყნის სიდიდისა და მშპ-ს გათვალისწინებით. EBRD-ისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა“.  

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები