დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - ირაკლი კობახიძე

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - ირაკლი კობახიძე

29-03-2024 16:18:00

მე ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქსტატის ანგარიშს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ამ წლის ბოლოს, დარწმუნებული ვარ, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გამომდინარე ეკონომიკური ზრდიდან, გვექნება ეკონომიკური წინსვლა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები