დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ები“

ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ები“

16-03-2024 23:00:00

ძაღლების სასტუმრო ები, თბილისში უკვე სამი წელია ოპერირებს. სასტუმროს მფლობელი ხათუნა მელიქიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ სერვისზე მოთხოვნა უქმეებზე, სადღესასწაულო დღეებსა და ზაფხულის სეზონზე იზრდება.

ძაღლებისთვის სასტუმრო სივრცე საკუთარ სახლში 3 წლის წინ მოაწყო.

„ძაღლები ოთახებში არიან გადანაწილებული. არ ვიყენებ ვოლიერს, რადგან ეს ძაღლს სტრესავს. ძირითადად სასტუმროში შესაძლებელია მცირე ზომის 10 კილოგრამამდე წონის ძაღლების დატოვება. მათ შორის პუდელს, შპიცს, მალტეზეს.  ასევე ერთდროულად „ების“ სივრცეში 8 ძაღლის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.

როგორც ხათუნა მელიქიშვილი ამბობს, მისი ბიზნესის წარმატების მიზეზი ის გარემო, სანდოობა და დამოკიდებულებაა, რასაც მომხმარებელთან მიმართებით იჩენს.

„ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა არის, მაგრამ მომხმარებლის ნდობის მოპოვება რთულია. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე სანდოობა მაღალია და სტუმრების მისაღებად სამზადისი ზაფხულის სეზონზე ორი თვით ადრე იწყება. რადგან მომხმარებელმა იცის რომ მცირე ზომის ძაღლებს ვიტოვებ, არჩევანს „ების“ სერვისზე აკეთებენ, რადგან იციან, რომ მათი ოთხფეხა მეგობარი არ იქნება დიდი ჯიშის ძაღლებთან ვოლიერში და არ დაისტრესება“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.

„ების“ სერვისი 24 საათში 30 ლარია, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სასტუმროში ხანგრძლივად დარჩება. სერვისში შედის გასეირნება და კვება, თუმცა ძაღლის საკვები სასტუმროს წარმომადგენლებს პატრონმა უნდა მიაწოდოს.     

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები