დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან და მათ შორის ჩინური კომპანიებისგანაც -  „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან და მათ შორის ჩინური კომპანიებისგანაც - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

18-10-2024 13:00:00

თბილისის მშრალი პორტი, რომელიც 2025 წლიდან დაიწყებს ოპერირებას უკვე საკმაოდ მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის. როგორც Business Insider Georgia-სთან  შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, პორტი მიიღებს და დაამუშავებს ჩინური რკინიგზით შემოტანილ ტვირთებს. 

„ამ საქმით ჩვენ მუდმივად ვართ დაკავებულები და ეს არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, საუბარი მაქვს ტვირთების და კონტეინერების გადაზიდვაზე და დამუშავებაზე. გეტყვით, რომ დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან და მათ შორის ჩინური კომპანიების მხრიდანაც. და აგრეთვე ჩინეთიდან სარკინიგზო შემადგენლობით კონტეინერების მიღებაზეც“, - აღნიშნა ინაიშვილმა. 


„თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მშრალი პორტი პირველივე წელს 100 000-მდე კონტეინერის დამუშავებას შეძლებს.

როგორც ცნობილია თბილისის მშრალი პორტი „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.

მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მშრალი პორტის ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და დაიგო რკინიგზის ხაზები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები