საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში იმყოფება.
პრემიერი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს 14 ივნისს, ბრიუსელში გამართავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრა შარლ მიშელის დღის წესრიგში, დღეს, 14 ივნისსაა ჩანიშნული. შეხვედრა ბრიუსელის დროით 12:30 საათზე დაიწყება, თბილისის დროით კი - 14:30 საათზე. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.
ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.
უახლესი