დღეს, 18:00 საათზე, ბაკურიანში ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება - აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
„ასეთი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სანდოობისა და იმიჯის თვალსაზრისით. ერთი, რომ საერთაშორისო მედიის ცენტრში ჩვენი ქვეყანა სამი კვირის განმავლობაში მოხვდება და მეორე, 42 ქვეყნიდან სპორტულ გუნდებს თან ახლავს თავისი გულშემატკივარი. ბაკურიანი სავსეა, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ტურისტით“, - აღნიშნა მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა 17 თებერვალს დასრულდა, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა