საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, სამტრედიაში, მცხეთაში, გორში, ქარელში, ახალციხეში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, სენაკში, ჯვარში, გარდაბანში, დუშეთში, თეთრიწყაროში, გურჯაანსა და წყალტუბოში მცხოვრებ 331 დევნილ ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულ 360 ქონებას - საცხოვრებელი ფართებს და მიწის ნაკვეთებს დაუკანონებს.
გარდა ამისა, თბილისსა და ბათუმში, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, სადაც ჯამურად რეგისტრირებულია 110 დევნილი ოჯახი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 ფართი, რომლიც მათ ფაქტობრივ სარგებლობაშია.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის ამოცანაა, არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.
უახლესი
26 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს