2023 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,827 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 4%-ით, 246 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
recov-ის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.
„2023 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,203 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 33%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია recov-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
12 წუთის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება