დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისი ყველზე ძვირი კახეთში იყო

დეკემბერში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისი ყველზე ძვირი კახეთში იყო

19-01-2024 10:30:00

PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამია,. რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დეკემბერში ყველაზე ძვირი განთავსება კახეტში იყო. 

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 407 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში - 529 ლარი, გურიაში - 409, ხოლო აჭარაში - 325.

2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 253 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები