დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის "China Power"-ის  წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის "China Power"-ის წარმომადგენლებს შეხვდა

15-05-2023 13:58:12

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

„China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის წარმოების პროექტების შემუშავებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. თერმული, ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების მრავალფეროვანი პორტფელით, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მდგრადი ენერგიის განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები