დატვირთულობა დღეისათვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო საბადური ჰილსი • Sabaduri Hills-ის გენერალურმა მენეჯერმა ნინიკო ქორიძემ განაცხადა.
სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბადური ჰილსი რამდენიმე თვის გახსნილია, სტუმრების რაოდენობა მაინც დამაკმაყოფილებელია.
„სასტუმრომ 1-ელ ივლისს დაიწყო ოპერირება და შესაბამისად, ასეთ მაღალ დატვირთვას არც ველოდით. გვსტუმრობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები. უცხოელ სტუმრებში ლიდერობენ ვიზიტორები ევროპული ქვეყნებიდან. ამ ნაწილში ძალიან კარგად მუშაობს Booking.com.
რაც შეეხება ქართველ სტუმრებს, არიან როგორც კორპორაციული, ისე სპორტული ჯგუფები. გვყავს ასევე ინდივიდუალური ტურისტები, რომლებიც შაბათ-კვირის გასატარებლად, ან უბრალოდ განსატვირთად გამოდიან ქალაქიდან და „საბადური ჰილსს“ სტუმრობენ.
უცხოელ სტუმრებს აქვთ 1 კვირიანი, 10 დღიანი, ანუ გრძელვადიანი ჯავშნები. ჩამოდიან ოჯახებით და წყვილები“, - განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
ნინიკო ქორიძის თქმით, Sabaduri Hills-ში სტუმრების რაოდენობა პირველი თოვლის მოსვლისთანავე გაიზრდება.
„საბადური ჰილსში“ სტუმრების კიდევ უფრო ზრდას ველოდებით პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ, რადგანაც ამ დროს საბადური ძალიან პოპულარული მიმართულება ხდება და ფოტოების გადასაღებად ბევრი ვზიტორი მოდის. გვაქვს ასევე ძალიან კარგი რესტორანი კარგი მენიუთი და სტუმრები საკმაოდ კმაყოფილები გადიან.
ფოტოსესიისთვის საბადურის ტყეში ჩამოსულ სტუმრებს ველოდებით ძირითადად კვების ობიექტის ნაწილში. ვფიქრობთ, რომ ორივე მიმართულება ახალი წლის პერიოდშიც საკმაოდ დატვირთულად იმუშავებს, რადგანაც ვისაც არ აქვს სურვილი სამთო კურორტებზე თოვლში შეხვდეს ახალ წელს, ჩვენთან ველოდებით“, - აცხადებს Sabaduri Hills-ის გენერალური მენეჯერი.
ახალი წლის ღამეს Sabaduri Hills-ის სასტუმრო ოთახების 30%-ი უკვე გაყიდულია, ხოლო რაც შეეხება 31 დეკემბრისა და 1-ელი იანვრის პროგრამას, რამდენიმე დღეში დაანონსდება.
იმისათვის, რომ 2025 წელს Sabaduri Hills-მა სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს სასტუმრო სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს და გეგმავს კიდეც.
„სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობები გაქვს დაგეგმილი. ვგეგმავთ საღამოებს, სადაც მუსიკალური ნაწილიც იქნება იმისათვის, რომ სტუმრებმა უფრო სასიამოვნოდ შეძლონ ჩვენთან დროის გატარება. მოლოდინები კარგი გაქვს. პირველი წელი, როგორც წესი სასტუმროსთვის რთულია და ვეძებთ ვექტორს თუ საით მივდივართ, ჩვენს მაგალითზე კი პირველი წელი საკმაოდ წარმატებული იყო“, - ამბობს ნინიკო ქორიძე.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო Sabaduri Hills-ი საბადურის ტყეში მდებარეობს და ტერიტორიაზე სასტუმროს გარდა სპორტული კომპლექსიც არის აშენებული, სადაც მსურველებს ცხენით გასეირნებას, საცხენოსნო ლაშქრობასა და ასევე, ჯირითის შესწავლის სერვისს სთავაზობენ.
საბადური ჰილსი • Sabaduri Hills-ი -თბილისთან ახლოს, საბადურის ტყეში ერთადერთი სასტუმროა, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები და უგემრიელესი სამზარეულო დაგხვდებათ. მისი დამფუძნებლები კი წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები არიან, ხოლო პროექტის განხორციელებაში ჩადებული ინვესტიცია 100%-ით ადგილობრივია.
უახლესი
1 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი3 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს4 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა4 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა