ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე ღია წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს.
„ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია ამაში ცალსახად ვფიქრობ ყველა ქართველს ერთი პოზიცია გაგვაჩნია.
სწორედ ამ პოზიციის ერთგულია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა წლების განმავლობაში ქართული საგარეო პოლიტიკური კურსი და შეუსაბამა იგი ქართველი ხალხის ნებას. 2012 წლიდან ერთმნიშვნელოვნად გათავისუფლდა ბიზნესი/ეკონომიკა წნეხისა და უკანონო გავლენისგან, სრული ძალისხმევა მიემართა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაზე. არსებული ხელისუფლების პირობებში ცალსახად და ხაზგასმით , ქვეყნის უზენაესი კანონით დეკლალირებულ დონეზე განაცხადა ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ და გასული წლის ბოლოს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება! ბუნებრივია, გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება. სამართლიან, განვითარებაზე ორიენტირებულ , სუვერენულ სახელმწიფოს ჭირდება დემოკრატიული ინსტრუმენტები მდგრადი და სტაბილური მმართველობისთვის. სწორედ ამგვარ მექანიზმად მესახება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც კამათის საგნად იქცა და რომელიც ბაზირებულია სწორედ დასავლურ, ანალოგიურ საკანონმდებლო აქტებზე და მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწორედაც ევროპულ სტანდარტებს. მაშინ როდესაც მსოფლიოში, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლების და საზოგადოების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ დესტაბილიზაცია და შევინარჩუნოთ ურყევი მისწრაფება ევროინტეგრაციისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება!", - წერს ლევან ფხაკაძე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა