დაისვენეთ Crowne Plaza Borjomi-ს სასტუმროში კვირის ნებისმიერ დღეს და ისარგებლეთ SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი 20%-იანი ფასდაკლებით გამოცხადებული ფასიდან ყველა კატეგორიის ნომერზე. ღირებულებაში შედის:
• საცურაო აუზით, საუნებითა და სავარჯიშო დარბაზით სარგებლობა
• ცენტრალურ პარკში შესვლა და გოგირდის აუზებით სარგებლობა
• 20%-იანი ფასდაკლება სასტუმროში არსებულ სპაპროცედურებზე, გარდა სილამაზის სალონისა.
Crowne Plaza Borjomi ეპატიჟება ყველა სტუმარს, ვისაც სურს დაისვენოს და აღიდგინოს ძალები. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ განსაკუთრებულად-უჩვეულო ფორმის და სხვადასხვა ზომის ოთახები, რესტორანი ტერასით, ბარები, სატრენაჟორო დარბაზი, სპაცენტრი, იოგა, აუზი, ორთქლის ოთახები და ა.შ. პატარებისთვის კი სასტუმრო გთავაზობთ 2-სართულიან გასართობ სივრცეს კინოთეატრით
*გაითვალისწინეთ, შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარეკავთ სასტუმროში ან დაჯავშნით ნომერს მეილის საშუალებით, გადახდა კი განხორციელდება წინასწარ. ასევე იმისათვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, აუცილებელია ერთ-ერთი სტუმრის ბარათით მოხდეს გადახდა შესაბამისი SOLO ანგარიშიდან
უფასო გაუქმება შესაძლებელია შემოსვლამდე სამი დღით ადრე, ხოლო სხვა ( გვიანი გაუქმების) შემთხვევაში დაიქვითება პირველი ღამის საფასური
*შეთავაზება არ ვრცელდება ონლაინ პლატფორმებიდან და სპეციალური ფასდაკლებით გაყიდულ ჯავშანზე.
Crowne Plaza Borjomi საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. ის მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.
სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.
სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა — ბორჯომის პარკი. თავად სასტუმროს ინფრასტრუქტურა კი იდეალურია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ხანგრძლივად დასვენებისთვის
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი