დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაარსების დღიდან კოკა-კოლა დარასელიას თასის ერთგული პარტნიორია

დაარსების დღიდან კოკა-კოლა დარასელიას თასის ერთგული პარტნიორია

22-08-2024 15:00:00

კოკა-კოლა კვლავ ვიტალი დარასელიას თასის გენერალური სპონსორია. დაარსების დღიდან კოკა-კოლა დარასელიას თასის ერთგული პარტნიორია. საერთაშორისო ტურნირმა ქართველი და არა მარტო ქართველი ტალანტებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა და დღესაც წარმატებით აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტების წარმოჩინებას. 

„ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, კოკა-კოლა ტურნირის დაარსების დღიდან, ვიტალი დარასელიას თასის მთავარი მხარდამჭერია. ფეხბურთელები, ვინც ამ ტურნირზე თავი გამოიჩინა, დღეს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წამყვანი წევრები არიან.

მომავლისთვის, ისტორიისთვის“, - განმარტავენ Sports Orient-ში.

23-28 აგვისტოს, თბილისი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან იმართება და წელს უკვე მე-6 გათამაშება მიმდინარეობს.

ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“.

ვიტალი დარასელიას თასი 2024 წლის მატჩებს კი ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზა მასპინძლობს. ტურნირის ფინალური შეხვედრა კი, დინამო არენაზე ჩატარდება.

ტურნირს ორი ელჩი ჰყავს – ქართული ფეხბურთის ლეგენდები თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი.

ცნობილია, რომ დარასელიას თასი 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი ზარაფხანასა და Sports Orient-ის თანამშრომლობით შექმნილ მედალს მიიღებს, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. სპეციალური პრიზი, რომელიც ზარაფხანას უნიკალური პროდუქტია, ვიტალი დარასელიას ინიციალებით და გამოსახულებით, მისივე სახელობის ტურნირისთვის შეიქმნა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები