„იფქლი დიღომი“ სამომხმარებლო ბაზარზე პურ-ფუნთუშეულის ყველზე დიდი ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს და კომპანიის წარმადობა წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფიო ბედიაშვილმა განუცხადა.
კომპანია - „იფქლი დიღომი“ ISO 22000-ის სტანდარტს ნერგავს და ევროპის ბაზარზე პურის
ექსპორტისთვის ემზადება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფიო ბედიაშვილმა განუცხადა.
„პურ-ფუნთუშეულის გარდა, გვაქვს ინოვაციური მიმართულებაც. ესაა პროფილაქტიკური კვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია დიეტური და დიაბეტური პური „დია პური“. ეს არის ინოვაციური პროდუქტი და აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად მინიჭებული დიეტური და დიაბეტური პურის სტატუსი“,- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
იფქლი დიღომი 1994 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ლოკაციების მიხედვით ფლობს სამ საწარმოს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში, საიდანაც ხდება დასავლეთის რეგიონის მომარაგება.
„ადგილობრივ ბაზარზე „იფქლი დიღომის“ პროდუქცია წარმოდგენილია „ორ ნაბიჯში“, „უნივერსამში“, „ზღაპარში“, „გუდვილში“, „გალფ სთორიში“. ასევე ბაღებსა და სკოლებში.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა