საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტების საქართველოს მოქალაქე დაახლოებით, 27 000 სტუდენტს, არსებული დავალიანება, ჯამში, 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.
ამასთან, მინისტრის განცხადებიბთ, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად, 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.
„აქამდე სტიპენდია თუ გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მისივე თქმით, 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მიზნით საქართველოს 191 მოქალაქე დააფინანსა; ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელა გასულ წელს გამარჯვებულ 34 სტიპენდიანტს. მინისტრის ინფორმაციით, ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.
უახლესი