დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაახლოებით 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ თეორიულად გვეკვლია CBDC-ის ყველაზე კარგი მაგალითები - ვარლამ ებანოიძე

დაახლოებით 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ თეორიულად გვეკვლია CBDC-ის ყველაზე კარგი მაგალითები - ვარლამ ებანოიძე

05-02-2024 16:00:00

დაახლოებით 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ თეორიულად გვეკვლია CBDC-ის ყველაზე კარგი მაგალითები, - აცხადებს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ებანოიძე. 

„ზოგადი სტატისტიკა ასეთია, რომ მსოფლიოში 10-დან 9 ეროვნული ბანკი CBDC-თან დაკავშირებით გარკვეულ ექსპერიმენტებშია ჩართული. CBDC ეს არის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში ციფრული ლარის საპილოტე პროექტი. მაგრამ ცენტრალური ბანკის უმეტესობა თეორიული კვლევების ეტაპზეა. ჩვენ დაახლოებით 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ თეორიულად გვეკვლია CBDC-ის ყველაზე კარგი მაგალითები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა ყველაზე მეტად მორგებული. როგორც იცით ფინანსური ინფრასტრუქტურა ჩვენთან ისედაც განვითარებულია, მოსახლეობის ყველა ფენას აქვს ბარათი ან ციფრული საფულე იმისთვის, რომ ინკლუზიურობა იქნეს გარანტირებული“, - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ. 

მისივე თქმით, ციფრული ვალუტები ახალ ტექნოლოგიურ კომპონენტებს უკეთებს წარმოჩენას, მათ შორის, ისეთებს,  როგორიცაა პროგრამირებადობა, სმარტ კონტრაქტები, ტოკენიზაცა და სხვა. 

„ჩვენი მიდგომაა, რომ ამით დამატებითი ინფრასტრუქტურის ე,წ. ენეიბლერები უნდა შემოვიტანოთ ამ ტექნოლოგიური „ფიჩერებით“ და ეტაპობრივად, ეს ახალი ტექნოლოგიები მოერგება ყველაზე მეტად ჩვენთვის საჭირო მაგალითებს. 
ჩვენ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ეს არის საპილოტე ფაზის დასაწყისი და გადასვლა კვლევიდან საპილოტე ფაზაზე. იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იყო ის, რომ მხოლოდ თეორიული კვლევით შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილება და საბოლოო რეკომენდაცია გვქონდეს კარგია თუ არა ციფრული ლარი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ. 

მისი განცხადებით, ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი „რიპლი“ საკმაოდ ძლიერი კომპანიაა თავისი კაპიტალიზაციით, რესურსებით  და მაქსიმალურად არიან მოწადინებული, რომ ყველა მხარე ვინც შეიძლება იყოს დაინტერესებული ციფრული ლარით, ბიზნესები, ბანკები და ფინტექ კომპანიები მაქსიმალურად იყოს ამ პროცესებში ჩართული. 

„გვაქვს 5 ე.წ. „იუზქეისი“, რომელიც დიდი ანალიზის შედეგად არის ისე არჩეული, რომ ჩვენს კონტექსტზე იყოს მორგებული და მათ გავტესტავთ საპილოტე გარემოში და ვნახავთ, რა შედეგები გვექნება“, -  აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც დღეს ფინანსური ეკოსისტემისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემაზე მიძღვნილ ღონისძიებას „ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა - თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი“  ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო  კომპანია Ripple  2023 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის ვადიანი საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი გახდა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები