დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, გავზარდოთ Radisson RED-ის ცნობადობა  -  Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერი

ჩვენი მიზანია, გავზარდოთ Radisson RED-ის ცნობადობა - Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერი

08-10-2024 18:00:00

Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერის  იეშიმ დოგუქანის განცხადებით, ბიზნეს-ჯგუფის მიზანია, გაზარდონ თბილისის  Radisson RED-ის ცნობადობა საქართველოში, რათა კიდევ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლონ.

სწორედ ამ მიზნით, გასულ კვირას  Radisson RED-ში თბილისობის ფესტი  გაიმართა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  Radisson RED თბილისში, მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ ტრადიციული თბილისობის ღონისძიებას ამ საოცარ სივრცეში, რომელიც არის გამორჩეული. თბილისობის ფესტი არის განსაკუთრებული  შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ლოკაცია და გავზარდოთ მისი ცნობადობა საქართველოში.

ჩვენს ღონისძიებაზე ასევე ვმასპინძლობთ ინფლუენსერებს, რადგან ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაცია. ჩვენთან ერთად დღეს არიან ინფლუენსერები თურქეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან .

თქვენ ხედავთ ხალხის რაოდენობას - სტუმრები ერთობიან, ატარებენ სასიამოვნო საღამოს.  Radisson Hotel ჯგუფისთვის ყველა მომენტი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დასამახსოვრებელი მომენტები ჩვენს სტუმრებთან ერთად“, - განაცხადა Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერმა.

იგივე თემაზე: 

Radisson RED-ში თბილისობის ფესტით საქართველოს ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გავაცოცხლეთ - გენერალური მენეჯერი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები