დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ეკონომიკა მაღალ მედეგობას იჩენს საგარეო შოკებთან მიმართებით, მაინც ძალიან მაღალია გაურკვევლობის ფაქტორი მსოფლიოში - ნათია თურნავა

ჩვენი ეკონომიკა მაღალ მედეგობას იჩენს საგარეო შოკებთან მიმართებით, მაინც ძალიან მაღალია გაურკვევლობის ფაქტორი მსოფლიოში - ნათია თურნავა

25-03-2024 10:59:00

კონფერენცია, რომელიც დღეს სებ-ის ეგიდით იმართება, ეძღვნება სხვადასხვა გლობალურ გამოწვევას. პირველ რიგში გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ჩვენს რეგიონში და მათ გავლენას, როგორც რეგიონზე ასევე საქართველოზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ ფორუმის „ გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ დაწყებამდე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა მაღალ მედეგობას იჩენს საგარეო შოკებთან მიმართებით, მაინც ძალიან მაღალია გაურკვევლობის ფაქტორი მსოფლიოში. ესაა მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ახალი დაძაბულობის კერები ჩნდება, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომსა და მის გავლენაზე. ესაა გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები, რაც ევროსა და დოლარზე მაღალ საპროცენტო განაკვეთში აისახება და ჩვენნაირი ეკონომიკისთვის, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ესეც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს არის გაურკვევლობა გარე სასაქონლო ბაზრებზე, ნავთობის ბაზარზე, რომელზეც ჩვენ ასევე ვართ დამოკიდებული.

კარგია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი პროგნოზირებისა და ანალიტიკის უნარი. დღეს სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ჩვენს საერთაშორისო მრჩევლებთან და ექსპერტებთან ერთად. ასევე საფინანსო სექტორიც გახლავთ მოწვეული და ერთობლივად ვიმსჯელებთ რა უნდა იყოს პრევენციული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები