2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს 2017 წელთან შედარებით საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით და 1 863 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი გაიზარდა 54%-ით 1 126 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ექსპორტს, გაცილებით მაღალი ტემპით, 265%-ით (504 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023წლის 8 თვეში გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელთაც ჩინეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს..
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/ საერთო კრებ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ჯონდო შუბითიძე.
სს კაიშენ თრეიდინგი - დირექტორი საერთო კრება. დირექტორი ლაშა ორჯონიკიძე, /ერთპიროვნული/. განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარი.
სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები - კომპანია 2016 წელს არის რეგისტრირებული.100%-ს მაკა გელაშვილი ფლობს.
შპს Caucasian Metals Terminal - დაფუძნდა 2011 წელს. მფლობელები: გოჩა კურდღელია, 15%; განკარგავს ზვიადი ხურცილავა, , ხოლო კომპანიის 85%-ს ფლობს კვიპროსში რეგისტრირებული სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედი.
შპს ავტომენიუ - დაფუძნდა 2020 წელს. 100%-ის მფლობელია, სლოვენიის მოქალაქე როკ ლამპიკი
შპს გოლდ დაფნა - დაფუძნდა 2018 წელს. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს -გიორგი ჩაჩიბაია, 50%; იბრაჰიმ ოზჯანი ორმაგი მოქალაქე საქართველო, თურქეთი/ 50%. დირექტორი - იბრაჰიმ ოზჯანი
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - დაფუძნდა 2004 წელს. მფლობელები: ალექსანდრე ივანიშვილი -25.66%; ზაალ დუგლაძე - 25.68%; წილის მმართველი, დავით დუგლაძე - (25.68%); მალხაზ ყანჩაველი - 23%; დავით დუგლაძე - 25.66%. დირექტორი - დავით დუგლაძე.
შპს ეჰე მედიკალი - დაფუძნდა 2016 წელს. კომპანიის 100% ფლობს და გენერალური დირექტორია ელვინა ამრაჰოვა,/აზერბაიჯანი/
შპს ლეგომეტალ - დაფუძნდა 2020 წელს. კომპანიის 100% ფლობს და დირექტორია თემურ ბოლქვაძე.
პს ტტმედიქალ - დაფუძნდა 2022 წელს. კომპანიას ფლობენ ირინა მარუტიანი10% და აკაკი სამხარაძე 90%.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. ამ ქვეყანის წილი საქართველოს ღვინის ექსპორტში საშუალოდ 5-7%-ს შეადგენს.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთში გახსნილია 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია, სალონი. ღვინის ექსპორტს ჩინეთში 60-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს“, - აცახდებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.
უახლესი
44 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია