დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთის სმარტფონების ბაზარი შესაძლოა, 2023 წელს შემცირდეს

ჩინეთის სმარტფონების ბაზარი შესაძლოა, 2023 წელს შემცირდეს

16-08-2023 19:00:23

IDC-ის კვლევის მიხედვით, ჩინური სმარტფონების მიწოდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2,1%-ით შემცირდა. ამან განაპირობა ბაზრის ვარდნის გაგრძელება, რაც საბოლოოდ შეიძლება 2023 წლის მაჩვენებლებითაც აისახოს.

ჩინეთის სმარტფონების ბაზარი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია, ეკონომიკის ვარდნის ფონზე რთულ ვითარებაშია. 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მიწოდება კვარტალურად მცირდება, რადგან მომხმარებლებს შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. ბაზარი შეიძლება აღდგეს მეოთხე კვარტალში, როდესაც Apple და მისი კონკურენტები ჩვეულებრივ გამოაქვეყნებენ თავიანთ უახლეს პროდუქტებს, მაგრამ ეს ზრდა შეიძლება იყოს უფრო სუსტი, ვიდრე მოსალოდნელია, ნათქვამია IDC-ის ანგარიშში.

IDC-ის შეფასებით, Apple Inc იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მოახერხეს ბიზნესის 6.1%-ით  ზრდა.  Supplies Honor Device Co-ს და Xiaomi Corp-ს მიწოდების მაჩვენებლები ამ კვარტალში 17%-ზე მეტით დაეცა, ხოლო Huawei Technologies Co-ს მიწოდება 76.1%-ით გაიზარდა, ძირითადად პრემიუმ P60 სერიის გამო. Oppo-მ შეინარჩუნა ლიდერობა ბაზრის 17,7%-იანი წილით, რასაც მოჰყვა ჩინური ბრენდები Vivo და Honor.

Taiwan Semiconductor Manufacturing Co-მ, რომელიც აწარმოებს ჩიპებს ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა Xiaomi და Oppo, გასულ კვირას შეამცირა გაყიდვების პროგნოზი მთელი წლის განმავლობაში, სუსტი მაკრო პირობების და ჩინეთში მოთხოვნის მოსალოდნელზე ნელი აღდგენის მოტივით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები