დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩიკორმა“ საახალო ბოქსების წარმოება დაიწყო

„ჩიკორმა“ საახალო ბოქსების წარმოება დაიწყო

26-11-2024 17:00:00

ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი • Chikori , რომელიც წარმოებას ყოველწლიურად ზრდის, საახალწლოდ მომხმარებელს სიახლეებს ჰპირდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩიკორის“ გენერალურმა დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა განაცხადა, საახალწლოდ „ჩიკორი“ ბოქსების წარმოებას იწყებს.

„საახალწლო ბოქსებს ვთავაზობთ ორგანიზაციებს და მალე, ეს პროდუქცია საცალო ბაზარზეც გამოჩნდება. საკმაოდ კარგად შევადგინეთ პროდუქციის ნუსხა. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მომხმარებლის გემოვნება. ბოქსების ასორტიმენტი დააკმაყოფილებს, როგორც კორპორაციული ისე საცალო ბაზრის მომხმარებელს“,- განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.

„ჩიკორმა“ კორპორაციული შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო და როგორც კომპანიაში აცხადებენ ინტერესი მაღალია. ხოლო საცალო ბაზარზე ბოქსების გაყიდვა ონლაინ მოხდება.

„გვაქვს მრავალფეროვანი ფასები, რომელიც იწყება 11-ლარიდან და ყველაზე მაღალი ფასია 150 -ლარია“ -- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება სისხლებს, კომპანია ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში გამოფენაზე და ბრენდის მფლობელი აცხადებს, რომ მათ პროდუქციასთან მიმართებით ინტერესი მაღალია.

„ჯერ ვერ ვისაუბრებ ახალ გარიგებებზე, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვართ. ამ დროისთვის შეკვეთებს ვაგზავნით გერმანიაში, საფრანგეთსა და ლატვია, ლიეტუვაში. რაც ვოპერირებთ ბაზარზე 2015 წლიდან, კომპანიას ცნობადობა და გაყიდვები იზრდება. ჩირის ბაზარი საქართველოში მცირე ნაბიჯებით იზრდება და იმპორტირებულ პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა დავიწყეთ“,- ამბობს „ჩიკორის“ გენერალური დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ „ჩიკორი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით, რომლის პროდუქციაც მზადდება ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები