დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით შეამცირა

ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით შეამცირა

26-03-2024 20:02:00

ჩეხეთის ეროვნული ბანკის საბჭომ 20 მარტს გამართულ სხდომაზე ორკვირიანი რეპოს განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 5,75%-მდე შეამცირა. ამასთან, იგივე ოდენობით შეამცირა დისკონტირება 4,75%-მდე, ხოლო ლომბარდის განაკვეთი 6,75%-მდე.

გადაწყვეტილებას მხარი ცენტრალური ბანკის ხუთმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ორმა წევრმა მხარი დაუჭირა განაკვეთის 0,75 პროცენტული პუნქტით შემცირებას.

როგორც ცენტრალური ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ეფუძნება ზამთრის (თებერვლის) მაკროეკონომიკურ პროგნოზს.

წლის დასაწყისში ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფლაცია მიზნობრივ 2%-მდე შემცირდა. როოგრც ცენტრალური ბანკის ინფორმაციასია ნათქვამი ქვეყანაში ფასების სტაბილურობა აღდგა. თუმცა, ბანკის საბჭო მომავალში მაინც ხედავს ზომიერ ინფლაციის რისკებს. შესაძლოა, რისკების განხორციელების შემთხვევაში უახლოეს კვარტალებში ინფლაცია გადახრის მიზნიდან ტოლერანტობის დიაპაზონის ზედა ზღვრამდე გაიზარდოს.

ამრიგად, ბანკის საბჭო საჭიროდ მიიჩნევს გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და განაგრძოს განაკვეთების შემდგომი შემცირების სიფრთხილით მიდგომა.

უახლოეს სხდომებზე ბანკის საბჭო გადაწყვეტილებებს დაეფუძნება ახალი ხელმისაწვდომი მონაცემებისა და ინფლაციის პროგნოზზე მათ გავლენას. განაკვეთების შემდგომი შემცირების ტემპი ძირითადად დამოკიდებული იქნება დაბალი ინფლაციის პირობების, გაცვლითი კურსის დინამიკის, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებაზე ეკონომიკაზე, შრომის ბაზრის მდგომარეობის ანალიზზე, ასევე შიდა და საგარეო მოთხოვნის ევოლუციაზე.

ბანკის საბჭო ასევე შეაფასებს დაბალი საპროცენტო განაკვეთების გავლენას საკრედიტო საქმიანობაზე და, შედეგად, რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

ამავდროულად, ბანკის საბჭო აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება შეჩერდეს ან შეჩერდეს იმ დონეზე, რომელიც რჩება შემაკავებელ დონეზე, თუ ინფლაცია - განსაკუთრებით მისი ძირითადი კომპონენტი - არ განვითარდება, როგორც პროგნოზი.

მიუხედავად იმისა, რომ CNB-მ განაკვეთების თანდათანობითი შემცირება ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. საპროცენტო განაკვეთები რეალურად რჩება მნიშვნელოვნად პოზიტიური და აკონტროლებს ინფლაციას. ბანკის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის 2%-ის მიახლოების სტაბილიზაციის მიზნით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები