თუ გსურს, ისწავლო პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები და დაიწყო სვლა მომავალი სამეწარმეო წარმატებისკენ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Mastercard-ის ფინანსური წიგნიერების პროგრამა გთავაზობს შესაძლებლობას მიიღო მონაწილეობა საბაზისო ფინანსური განათლების მოდულში.
ეს უნიკალური პროექტი შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და მომავალ ანტრეპრენერებს. პროექტი ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემებზე და ემსახურება მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერებას.
ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ფინანსების, ბიზნესის, მარკეტინგისა და ინოვაციების ლექციებსა თუ ვორქშოფებს. საბაზისო ფინანსური განათლების მოდული უპასუხებს მთავარ კითხვას - როგორ ვაქციოთ ჩვენი იდეები რეალობად, დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი და მივიღოთ ფინანსური სარგებელი.
როდის იწყება პროექტი?
პროექტი დაიწყება 2024 წლის 3 თებერვალს და მომდევნო სამი შაბათის განმავლობაში, 10 ლექციის ფარგლებში დაფარავს საბაზისო ფინანსური განათლების მოდულს.
სად დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს.
რას მიიღებ ჩვენი პროგრამისგან?
Mastercard-ის ფინანსური წიგნიერების პროექტი არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის ტრანსფორმაცია. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემების გაძლიერებით, ჩვენ ერთად ვიწყებთ პოზიტიურ ცვლილებებს და ვქმნით უფრო ძლიერ მომავალს!
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება